"ხეტაფეს" პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა MARCA-სთან საუბრისას გაიხსენა ისტორია, თუ როგორ არ განხორციელდა ლიონელ მესისა და ხოსეპ გვარდიოლას ტრანსფერები მადრიდულ კლუბში.
ტორესს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტ ხუან ლაპორტასთან, რამაც აღნიშნული შესაძლებლობის შექმნა განაპირობა, თუმცა...
"როცა მესი პირველ გუნდში თავის საწყის წლებს ატარებდა, მის იჯარით აყვანასთან ძალიან ახლოს ვიყავით. მხარეები თანახმანი იყვნენ, თუმცა ბოლოს ფრან რაიკაარდმა უარი განაცხადა არგენტინელის გამოშვებაზე და მისი "კოლიზეუმ ალფონსო პერესზე" მოყვანა აუსრულებელ ოცნებად დარჩა.
მსგავსი რაღაც განმეორდა ხოსეპ გვარდიოლასთან დაკავშირებითაც. ერთ დღეს, ევროტურნირების წილისყრაზე
ისიც სათქმელია, რომ თავიდან ლაპორტა გვარდიოლას შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო", - განაცხადა ანხელ ტორესმა.
შედეგი ვიცით, რაიკაარდი გაათავისუფლეს, ხოლო ლაპორტამ, ალბათ, მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ხოსეპ გვარდიოლა დანიშნა.