39 წლის არიც ადურისმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
"ბილბაოს" 39 წლის თავდამსხმელმა არიც ადურისმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

ის XXI საუკუნეში ბასკური გუნდის საუკეთესო ბომბარდირია - 407 მატჩში 172 გოლი გაიტანა.

2015 წელს "ბილბაომ" სუპერთასზე "ბარსელონა" დაამარცხა (4:0, 1:1), თავისი გუნდის 5 გოლიდან კი 4 ადურისმა გაიტანა. მან პირველ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ის აგრეთვე "აურერუში", "ბურგოსში", "ვალიადოლიდში", "მალიორკასა" და "ვალენსიაში" თამაშობდა.

ადურისს კარიერის დასრულება "სოსიედადთან" თასის ფინალის შემდეგ სურდა, მაგრამ ეს შეხვედრა კორონავირუსის გამო გადაიტანეს.

მან თქვა, რომ კარიერის გაგრძელებაზე უარი სხეულმა უთხრა და თავისი გუნდისთვის ძველებურად სასარგებლო ვერ
იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული