ყოფილი ესპანელი მსაჯი იტურალდე გონსალესი ჰყვება, უჭერენ თუ არა მსაჯები მხარს მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას".
- მე ვიცი, რომ თქვენ იტყვით, რომ ყველა მსაჯი პროფესიონალია - და მე თქვენი მჯერა. მაგრამ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორი შეფარდებაა მსაჯებს შორის, რომლებიც "რეალსა" და "ბარსელონას" უჭერენ მხარს?
- 90%-10%-ზე.
მოსწონს ეს "ბარსელონას" თუ არა, მოსახლეობის 70%, კატალონიის გამოკლებით, მხარს მადრიდს უჭერს.
ახლა "ბარსას" ფანები უფრო მეტნი არიან. ახალგაზრდა გულშემატკივარი მიიზიდა გვ
არდიოლას პერიოდში მოგებულმა ტიტულებმა.
- რამდენი ადამიანი გულშემატკივრობდა "რეალს" მესის ერამდე, 70%?
- არ ვიცი. მე "ატლეტიკის" ფანი ვარ და ყველამ იცის ამის შესახებ.