ივან რაკიტიჩი "სევილიაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "სევილიაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს.

ხორვატი ანდალუსიური გუნდის ღირსებას 2011-14 წლებში იცავდა.

"უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ "სევილიაში" დაბრუნება გამიხარდება. ამ გუნდის თამაშს ისე ვადევნებ თვალს, თითქოს ისევ იქ ვარ. მათ გოლებს ვზეიმობ და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში.

თუ ეს შესაძლებელია, რეიესის პატივისცემის ნიშნად, 10-ნომრიანი მაისურის აღება რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა. მისთვის პატივის მიგებით ამაყი ვიქნებოდი", - განაცხადა რაკიტიჩმა "მოვისტარის" ფილმში, რომელიც ამ საუკუნეში "სევილიას" წარმატებას მიეძღვნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული