არტური "ბარსას" დატოვებას დათანხმდა, ჯერი "იუვენტუსზეა"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა არტურ მელომ თანხმობა განაცხადა კლუბის დატოვებასა და "იუვენტუსში" გადასვლაზე.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, აღნიშნულ თანხმობას წინ დიდი მოლაპარაკებები უძღოდა. "ბარსას" მისი პიანიჩის ტრანსფერში ჩართვა სურს.

ტურინის "იუვენტუსი" პიანიჩის გაშვებაზე თანახმა იყო იმ შემთხვევაში, თუ "ბიანკონერის" რიგებს არტურ მელო შეუერთდებოდა.

აქამდე ბრაზილიელი ტურინულ გრანდში გადასვლაზე უარს აცხადებდა, თუმცა უკვე მხარეებს ფეხბურთელების გაცვლაც შეუძლიათ.

მიმდინარე სეზონში 23 წლის არტურმა "ბარსელონას" რიგებში ლა ლიგის 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული