"ბარსას" ექსპრეზიდენტი: პირველზე "რეალი" რომ ყოფილიყო, "ლა ლიგას" დაასრულებდნენ...

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოან გასპარტი აცხადებს, რომ ჩემპიონატის ბედი სხვანაირად განვითარდებოდა, თუ პირველ ადგილზე ახლა მადრიდის "რეალი" იქნებოდა.

"თუ "რეალი" იქნებოდა სატურნირო ცხრილის სათავეში სეზონის გაჩერების მომენტში, მაშინ ლა ლიგას ვადაზე ადრე დაასრულებდნენ". - ციტირებს გასპარტს Goal.com-ი.

27 ჩატარებული ტურის შემდეგ "ბარსელონა" 58 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მადრიდის "რეალი" 56 ქულით მეორე ადგილს სჯერდება.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია, შეიძლება 11 ივნისს "სევილია"-"ბეტისის" მატჩით განახლდეს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული