ქალაქ ბარსელონის გარეუბან ორტაში მდებარე კლუბმა "ატლეტიკო ორტამ" მთავარ მწვრთნელად "ბარსას" ლეგენდა ვიქტორ ვალდესის დანიშვნა გამოაცხადა.
"ორტა" ესპანეთის მეოთხე დივიზიონში თამაშობს და მიმდინარე სეზონში "ტერსერსა დივიზიონის" მე-5 ჯგუფში (სულ 17) მე-12 ადგილი დაიკავა.
კატალონიური გრანდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე აქამდე მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა. 2018 წელს "მორტალასის" მწვრთნელი იყო, ხოლო შემდეგ - "ბარსელონას" 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის. 2019 წლიდან ვალდესს არსად უმუშავია.
ვიქტორი "ბარსას" აღზრდილი გახლავთ და კლუბის რიგებში 2000-14 წლებში თამაშობდა. ჯამში, ვალდესმა გუნდთან ერთად 21 ტიტული მოიგო,
მათ შორის 6-ჯერ გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში და 3-ჯერ ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი. ესპანელმა მეკარემ კარიერა 2017 წელს დაასრულა.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით