ლუის სუარესი: კარგ ფორმაში ვართ და ყველა ტურნირი უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდმსხმელმა ლუის სუარესმა სეზონის განახლების მოლოდინზე ისაუბრა.

"მიხარია, რომ ვარჯიში დავიწყე. თავიდან რამდენიმე დღე მწვრთნელი ხუანხო მავარჯიშებდა, შემდეგ კი თანდათან საერთო ჯგუფში დავბრუნდი. უკვე რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ.

კორონავირუსი ნაწილობრივ აღდგენაში დამეხმარა, მატჩებში მონაწილეობის მიღებას შევძლებ, რომლების გამოტოვება მომიწევდა. ამ შესაძლებლობით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უარყოფითი მხარეც არსებობს - სიტუაცია, რომელშიც მრავალი ადამიანი აღმოჩნდა.

მიზნები უცვლელია, ყველაფერი უნდა მოვიგოთ, რაც კი შესაძლებელია. ვფიქრობ, ამისათვის კარგ ფორმაში ვართ. გუნდი კარგად მუშაობს, ეს იმედს მაძლევს", - განუცხადა სუარესმა კატალონიურ "სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ჩვენში დარჩეს და ამ კარანტინმა სულზე მოუსწო ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მესის, რომელიც ფაქტიურად შეუცვლელი გადამწვარი თამაშობდა სეზონიდან სეზონამდე, და აქედან გამომდინარე აშკარად ემჩნევა კარგი მაგარი დასვენებული, რომ არის. მათ ვარჯისსაც, რომ ვუყურებ ძალიან ჯიგრულად ვარჯიშობენ. ასევე ლუის სუარესმაც ისარგებლა იძულებითი "პაუზით' რომელიც ძალიან კარგად წაადგა ტრავმის მოშუშებაში. ერთი სიტყვით გუნდს ემჩნევა მონდომებულობა. ვნახოთ: ჰა ბურთი და მოედანი! ოღონდ ცარიელი ტრიბუნები მაყურებლის გარეშე ძალიან ტეხავს.
0
ესპანეთის ჩემპიონატი კიდევ შეიძლება,მაგრამ ჩემპიონთა ლიგისათვის საჭირო დაკომპლექტება,გუნდს არა აქვს.კარგია რომ დაისვენეს,ტრავმები მოიშუშეს,ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან,ვიდრე ვირუსამდე იყვნენ,თუმცა სხვებიც ასევე არიან და მათი შემადგენლობები,უფრო დაბალანსებული ჩანს.მეორე მხრივ,მწვრთნელს უფრო დიდი დრო ჰქონდა გუნდის გასაცნობად და რაიმეს შესაცვლელად.ვნახოთ რას იზავს,მე კი,მისი დიდი იმედი არა ამქვს.
სოსო
08:35 30-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული