კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი თვლის, რომ 5 ცვლილების უფლების წესი მის გუნდზე ნეგატიურად აისახება.
შეგახსენებთ, კლუბებს დროებით დართეს 5 ცვლილების გაკეთების უფლება, რომ ფეხბურთელებმა ტრავმები აირიდონ.
"მე ვფიქრობ, რომ 5 ცვლილების წესი დაგვაზარალებს, იმიტომ რომ "ბარსელონა" ხშირად წყვეტდა მატჩის ბედს ბოლო წუთებზე. ახლა კი მოწინააღმდეგეს დასვენებული ფეხბურთელები ეყოლება.
მალე ბევრი მატჩი იქნება და თან აუტანელი სიცხე, ეს კი ფეხბურთელების ტრავმიანობაზე იმოქმედებს. იმედი მაქვს ეს ყველაფერი იმაზე ნაკლებ სირთულეს მოგვიტანს, ვიდრე ხალხი ვარაუდობს.
შესაძლოა, იმდენი ტრავმა იყოს, რამდენიც გერმანიაშია.
2 თვე ტახტზე ვიწექით და არ ვთამაშობდით." - ციტირებს სეტიენს Marca.