კორონავირუსის გამო "რეალიც" მძიმე ფინანსურ სიტუაციაშია და მომავალი სეზონისთვის ტრანსფერებს ვერ განახორციელებს, - იტყობინება "მარკა".
"რეალმა" იმ ფეხბურთელებს, რომელთა ყიდვასაც აპირებდა, უკვე შეატყობინა, რომ მომავალ სეზონამდე ტრანსფერებს ვერ განახორციელებს.
"სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ერლინ ჰოლანის (დორტმუნდი) და ედუარდო კამავინგას (რენი) შეძენა სურდა.
ამავე დროს, "რეალი" რიგი ფეხბურთელების გაყიდვას შეეცდება.