"რეალი" "ლა ლიგის" მატჩებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ ჩაატარებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ ჩაატარებს.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილი მატჩები "ალფრედო დი სტეფანოს" სტადიონზე გავმართოთ. ეს გადაწყვეტილება "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროულად დასრულებაში დაგვეხმარება." - ციტირებს ფლორენტინო პერესს goal.com-ი.

"ალფრედო დი სტეფანო" - "კასტილიის" ძირითადი და მადრიდის "რეალის" სარეზერვო სტადიონია.

ამჟამად "რეალის" საშინაო არენას რეკონსტრუქცია უტარდება. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად სამუშაოები გრძელდება.

არენის განახლება 570 მილიონი ევრო ჯდება. თანხაში შედის 360-გრადუსიანი ვიდეოეკრანი და მოძრავი სახურავის დამონტაჟება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ არენაზე გულშემატკივართა ტევადობა 1 ადგილით
შემცირდება და 80 242 იქნება. რეკონსტრუქციის დასრულების ოფიციალურ თარიღად 2020 წლის ოქტომბერი სახელდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული