მადრიდის "რეალი" ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ ჩაატარებს.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილი მატჩები "ალფრედო დი სტეფანოს" სტადიონზე გავმართოთ. ეს გადაწყვეტილება "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროულად დასრულებაში დაგვეხმარება." - ციტირებს ფლორენტინო პერესს goal.com-ი.
"ალფრედო დი სტეფანო" - "კასტილიის" ძირითადი და მადრიდის "რეალის" სარეზერვო სტადიონია.
ამჟამად "რეალის" საშინაო არენას რეკონსტრუქცია უტარდება. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად სამუშაოები გრძელდება.
არენის განახლება 570 მილიონი ევრო ჯდება. თანხაში შედის 360-გრადუსიანი ვიდეოეკრანი და მოძრავი სახურავის დამონტაჟება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ არენაზე გულშემატკივართა ტევადობა 1 ადგილით
პრემიერლიგის რეკორდსმენმა "ლივერპული" "რეალს" საინტერესო მიზეზით არჩია
13 ივნისს "ბარსელონა" "მალიორკას" შეხვდება, 14 ივნისს "რეალი" - "ეიბარს"