ლუის სუარესი: ტრავმის შემდეგ შიშის გრძნობა მაქვს

AutoSharing Option
მარტში მუხლზე ნაოპერაციებმა "ბარსელონას" 33 წლის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სეზონის განახლების წინ კომენტარი გააკეთა.

"მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, თანაგუნდელებთან ვვარჯიშობ. ტრავმის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის ძნელია, რადგან ცოტა შიშის გრძნობა გაქვს, მაგრამ ახლა ვარჯიშისგან სიამოვნებას ვიღებ.

ასეთ სიცხეში თამაშს მიჩვეულნი არა ვართ. მაყურებლების გარეშე მატჩების ჩატარებას მივეჩვევით. ეს უჩვეულოა. ჩემპიონატის მოგება გვსურს, ამისათვის კი დარჩენილ ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ბრძოლა გვმართებს", - ციტირებს სუარესს "ბარსას" საიტი.

13 ივნისს ბარსა" სტუმრად "მალიორკას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული