ინიესტამ "რეალისა" და "ბარსას" ფეხბურთელების შერწყმით იდეალური მოთამაშე გამოიყვანა

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონურ "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს, გამოცემა Marca-სთვის იდეალური ფეხბურთელის პორტრეტი შექმნა და მასში 4 მოთამაშე გააერთიანა.

ინიესტას მიხედვით, ამ ფეხბურთელს მისი ყოფილი თანაგუნდელის ორი ფეხი ექნება, ლიონელ მესის მარცხენა და ხავის მარჯვენა. ფეხბურთელს ისეთი ფიზიკური ფორმა ექნება, როგორიც მადრიდის "რეალის" ექსფორვარდ კრიშტიანო რონალდოს და მადრიდელთა ამჟამინდელ კაპიტან სერხიო რამოსივით ითამაშებს თავით.

ინიესტამ "ბარსელონა" 2018 წელს დატოვა და "ვისელ კობეში" გადავიდა. იაპონური კლუბის რიგებში 44 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და
13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ესპანელს ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ასევე, გთხოვთ, მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რონალდო რამოსსზე უკეთესად თამაშობს თავით.
გელა
16:26 05-06-2020
3
მეც მასე ვფიქრობ რომ რონალდო უფრო კარგია თავით ვიდრე რამოსი,თუმცა ერთისაც და მეორესაც ........
გულშემატკივარი
13:54 06-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული