Transfermarkt-ის ექსპერტი და ჟურნალისტი ნიკოლა სკირა "თვითერზე" წერს, რომ მადრიდის "რეალი" დორტმუნდის "ბორუსიას" აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებაზე შეუთანხმდა.
"ყველაფერი დადასტურებულია. აშრაფ ჰაკიმი "რეალთან" კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონის დასრულებისთანავე მადრიდში გადავა." - დაწერა სკირამ.
21 წლის ჰაკიმმა მიმდინარე სეზონში "დორტმუნდის" შემადგენლობაში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.