უჭირს "ბარსას", ოხ, რარიგად უჭირს - კატალონიური გრანდი ფინანსურ კრიზისშია

AutoSharing Option
"ბარსელონა" კორონავირუსით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისშია და ფეხბურთელებს ისევ მოუწევთ ქამრების შემოჭერა.

"მარკას" ცნობით, "ბარსა" მათ მაისში ხელფასების 70%-ით, ხოლო ივნისის პირველ ორ კვირაში 50%-ით შემცირებას შესთავაზებს. ჯერჯერობით ფეხბურთელები გასამრჯელოს კვლავ შემცირებაზე უარს აცხადებენ.

შეგახსენებთ, მარტის ბოლოს მათ კლუბის მძიმე მდგომარეობა გაითვალისწინეს და ანაზღაურების 70%-ით შემცირებას დათანხმდნენ.

ლა ლიგა 11 ივნისს განახლდება - ლიდერი "ბარსელონა", რომელიც "რეალს" 1 ქულით უსწრებს, 14 ივნისს გასვლაზე "მალიორკას" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტავი ბარტომეუ წავიდეს კლუბიდან
სოსო
14:31 08-06-2020
0
კი გულით უნდა მარკას ბარსას რო უჭირდეს მარა ბარსა იქნება წელს პირველი გუნდი ვინც მეგა ტრანსფერს გააკეთებს!
batumi
01:44 08-06-2020
3

სიახლეები პოპულარული