კიკე სეტიენი: მესი შესანიშნავ ფორმაშია და თამაში უნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა თავდამსხმელ ლეო მესის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს.

"კუნთი აქვს ოდნავ დაჭიმული, არაფერი სერიოზული. შესანიშნავ ფორმაშია და თამაში უნდა.

შეუძლია თუ არა სეზონის დარჩენილ მატჩებში თამაში? ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც დანარჩენები. გარემოებების შეფასებაა საჭირო, რა სჭირდება გუნდს და გასათვალისწინებელია, რომ დიდი შემადგენლობა არა გვყავს.

რა თქმა უნდა, მირჩევნია, მესიმ ყოველთვის ითამაშოს, მაგრამ ვნახოთ, რა და როგორ იქნება", - განაცხადა სეტიენმა "მოვისტართან" ინტერვიუში.

14 ივნისს, განახლებული პრიმერას პირველ მატჩში "ბარსა" სტუმრად "მალიორკას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული