მარტინ ბრეიზუეითი: "ბარსელონა" მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია, აქ სხვანაირად მიყურებენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი მარტინ ბრეიზუეითი ჟურნალისტებს "ბარსელონაში" თამაშის ემოციებს უზიარებს.

"როცა "ბარსელონაში" გადავედი, თავს ძალიან ამაყად ვგრძნობდი. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მძიმე შრომამ შედეგი გამოიღო. ამ ყველაფერმა კი იმის მოტივაცია მომცა, რომ ჩემი შესაძლებლობები გავაფართოო და კარიერაში უფრო მეტს მივაღწიო.

ბევრი რამე შეიცვალა, რამდენადაც მე მსოფლიოში ყველაზე დიდ კლუბში ვთამაშობ. აქ ხალხი სხვანაირად მიყურებს. უფრო ხშირად მცნობენ", - ციტირებს მარტინს goal.com-ი.

შეგახსენებთ, "ბარსელონამ" მარტინი "ლეგანესისგან" 18 მილიონ ევროდ იყიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 3 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული