"ბარსელონას" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონაში" უამრავი დიდებული თავდამსხმელი თამაშობდა და მათგან მხოლოდ 5-ის ამორჩევა ურთულესი ამოცანაა. თუმცა ჩვენს დღევანდელ სიაში უპირატესობა სტაბილურობის კრიტერიუმს ენიჭება. შესაბამისად, თუ თავდამსხმელი მხოლოდ 1-2 სეზონი ბრწყინავდა, ის სიაში არ აღმოჩნდება.

5. სეზარი
კატალონიელების ვარსკვლავი 40-იან და 50-იანების დასაწყისში. 172-სანტიმეტრიანი ენერგიული, ტექნიკური და გოლის გამორჩეული ალღოს მქონე სეზარი უდავოდ "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგენდაა. მის დროს კატალონიელებმა 5-ჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი და დონით მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" გაუსწორდნენ.
სეზარი 232 გოლით დღემდე რჩება კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი.

4. ლუის სუარესი
შესანიშნავი
ურუგვაელი "ბარსაში" "ლივერპულიდან" გადავიდა, სადაც მას კბენის გამო სკანდალური დისკვალიფიკაცია ჰქონდა. თუმცა ესპანელებმა დაუცადეს მის დისკვალიფიკაციას და ლოდინი ამად ღირდა. დღეს ლუისი კლუბის ისტორიაში მე-4 საუკეთესო ბომბარდირია და გუნდის წარმატებაში უზარმაზარ როლს ასრულებს.

3. სამუელ ეტო'ო
გამხდარი კამერუნელი 2000-იანების მეორე ნახევარში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი იყო. მას ჰქონდა გამორჩეული სისწრაფე, ძლიერი დარტყმა, იტანდა ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებს და რაც მთავარია - იტანდა ძალიან ბევრს. მისი შეჩერება ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი ამოცანა იყო. გასაკვირი არ არის, რომ "ბარსელონამ" მის პერიოდში 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თანაც ეტო'ომ ორივე ფინალში გაიტანა გოლი. მის ანგარიშზე 199 მატჩში 130 გოლია.

2. ლასლო კუბალა
კუბალა უნიკალური იყო. მას შეეძლო გუნდელისთვის გადაცემა 50 მეტრიდან საოცარი სიზუსტით განეხორციელებინა. ხშირად ამას ისე აკეთებდა, რომ არც უყურებდა გუნდელებს. უბრალოდ ლასლო იმდენად გრძნობდა ფეხბურთს, რომ ინტუიციით იცოდა, სად იქნებოდა მისი პარტნიორი. უნგრელი დღემდე მესამე საუკეთესო ბომბარდირია. მან მეტოქის კარი 194-ჯერ დალაშქრა.

1. ლიონელ მესი
მესიზე არ ღირს დიდი კომენტარის გაკეთება, ლიონელი უბრალოდ "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ზოგადად, ფეხბურთელია. 16 წელი, 718 მატჩი და 627 გოლი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
კი მაგრამ, ამ ფეხბურთელებს, რომ ტენით და ტენით, ვის მაგიერ, რისთვის არ სწერთ, ობშეჟიტია ხომ არ არის.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
30 ივნისი 2020 22:05
0
კრუიფი სად არის???მესის მერე კრუიფი!
MAXSIMUS
21 ივნისი 2020 19:09
0
Romario
Bako
19 ივნისი 2020 02:45
0
კრუიფი პირველია
ზურა
12 ივნისი 2020 14:31
2
სტოიჩკოვიც ბარსას ლეგენდაა, ძალიან მაგარი თავდამსხმელი იყო
gio
10 ივნისი 2020 20:57
0
ამ სიაში დავიდ ვილიას არ ყოფნა სირცხვილია :) და მესი მაგ ტიპის ფორვარდებში არ გადის, ბევრად უკნიდან თამაშობს და ტყუილად არის ჩაკვეტებული.
Superman
10 ივნისი 2020 20:50
20
barem chanturiac xom ar daecerat bazaze barsas namkofia
jako
11 ივნისი 2020 12:33
2
33 golis gamtan mze-villas ra unda goleadorebshi
jako
11 ივნისი 2020 12:32
1
ყველა გამოხმაურება
კლაივერტი,კრუიფი?
dato
10 ივნისი 2020 18:45
4
ობშეჟიტია გახადეთ ბარსელონა.
სიმართლე.
13 ივნისი 2020 23:41
2
kruifs marto 40 golamde acvs gatanili. ai kluiverts ki 90 da unda ikos
jako
11 ივნისი 2020 16:03
0
რივალდო???????????????
barbosa
10 ივნისი 2020 17:08
3
კრუიფი,ანრი სად არიან
nika
10 ივნისი 2020 14:32
9
Gio-ს! და რატომ უნდა იყოს? მან 1 სეზონი ჩაატარა ბარსაში. ძირითადად რეალის ფეხბურთელი იყო. ასევე ანრიც არსენალთან ასოცირდება
დავით 67
10 ივნისი 2020 17:54
2
ანრი ბარსელონაში ვეღარ ბრწყინავდა მაგრამ რონალდო კი უნდა იყოს ამ სიაში!
Gio
10 ივნისი 2020 16:00
4

სიახლეები პოპულარული