"რეალის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას ჩვენ გვეწერა სტატია, სადაც კატალონიის "ბარსელონას" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელზე ვისაუბრეთ. დღეს კი გთავაზობთ მათი მთავარი მოწინააღმდეგის, მადრიდის "რეალის" საუკეთესო შემტევებს, რომლებმაც გუნდში საკუთარი ეპოქები შექმნეს. 

სანამ სიას გაგაცნობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ისეთი შემტევი ფეხბურთის გუნდიდან, როგორიც მადრიდის "რეალია", რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საკმაოდ რთულია 5 თავდამსხმელის ამორჩევა. შესაბამისად, როგორც წინა სტატიაში, აქაც ფეხბურთელების სტაბილურობას დავეყრდენით.

5. უგო სანჩესი, 1985-92
აქ შეიძლებოდა ფენომენ რონალდოს დაყენება, თუმცა უგომ თითქმის ორჯერ მეტი გოლი გაიტანა. მექსიკელმა 282 მატჩში
208-ჯერ გამოიჩინა თავი, ოთხჯერ გახდა ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და რაც მთავარია, "რეალს" რამდენიმე წარუმატებელი წლის შემდეგ დიდება დაუბრუნა. 

4. ფერენც პუშკაში, 1958-67
გენიალური უნგრელი ფეხბურთელი და ფაქტობრივად, ადამიანი-გოლი, რომლის შეჩერება ზოგჯერ წარმოუდგენლად რთული იყო. თამაშში მას საშუალოდ 0.92 გოლი გაჰქონდა და ამ რეკორდის მოხსნა თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. როცა ფერენცი თამაშობდა, გულშემატკივარმა ზუსტად იცოდა, რომ თამაშში გოლი გავიდოდა. საბოლოოდ პუშკაშმა 262 მატჩში 242 გოლს მოუყარა თავი.

3. რაული, 1994-2010
კიდევ ერთი სუპერფორვარდი და ისიც სანჩესივით და პუშკაშივით ცაცია. რაული იყო ნამდვილი კაპიტანი, მრავალი წელი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც "გალაქტიკოსის" დროსაც არ იკარგებოდა. მას 741 მატჩში 323 გოლი აქვს გატანილი და ბევრად მეტსაც გაიტანდა, თუ კარიერის ნაწილს ნახევარდაცვაში არ ითამაშებდა. 

2. კრიშტიანო რონალდო, 2009-18
ერთ დროს ყველაზე ძვირად ღირებულმა რონალდომ თითოეული ევრო აანაზღაურა მადრიდში. როგორც მესიზე, რონალდოზეც არ ღირს ბევრი განმარტების გაკეთება. ის "რეალის" საუკეთესო ბომბარდირია - 450 გოლი 438 მატჩში და სწორედ მან მოხსნა პუშკაშის რეკორდი.

1. ალფრედო დი სტეფანო, 1953-64
თუ საქმე მხოლოდ გოლებში იქნებოდა, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე კრიშტიანო რონალდო
იქნებოდა. თუმცა რონალდოს, ისევე, როგორც მესის, სჭირდებოდა პარტნიორები. ალფრედო  კი ის ფეხბურთელი იყო, რომელიც გუნდს სჭირდებოდა. ნახევარდაცვაზე რომ აღარაფერი  ვთქვათ, მან დაცვაშიც კი ითამაშა რამდენჯერმე. 396 მატჩში 308 გოლი გაიტანა და მადრიდის "რეალის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. 

alt"ბარსელონას" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?


მკითხველის კომენტარები / 13 /
რა უგო სანჩესი? ლაუდრუპზე ან ზიდანზე გაგიგიათ რამე?
მერაბი
17:36 13-03-2021
4
kichas ratom wert komentarebshi ver vxvdebi. amdeni chkuis chyletva ra sachiroa. ronaldu marto realis kiara mesistan ertad msoflio fexburtis sauketesoebi arian. vinc ver xedavs rac qnes erti 5weli daelodon da gamoacxadeben kidec.
kooo
14:25 12-03-2021
0

სიახლეები პოპულარული