AS: სერხიო რამოსმა შეიძლება კარიერა აშშ-ში გააგრძელოს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, "რეალი" და გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი ჯერ ვერ ახერხებენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევას, რომელსაც 2021 წლის ზაფხულში გასდის ვადა.

გამოცემის მტკიცებით, სერხიო რამოსი შეიძლება მაიამის "ინტერში" გადავიდეს, სადაც კლუბის თანამფლობელი დევიდ ბექჰემი ეპატიჟება. ისინი ძველი მეგობრები არიან და ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის. ამერიკაში თამაშის წინააღმდეგი სერხიო არ არის.

თუ გაისად ის აშშ-ში გადაბარგდა, "რეალი" "ინტერის" მცველის მილან შკრინიარის შეძენას შეეცდება, რომლის სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული