"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა ლეო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.
"იმისათვის, რათა ჩემი მეგობარი ლეო ბედნიერი იყოს და არ ინერვიულოს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოიგო, 1994 წლის მუნდიალის "ოქროს ბუცს" მივცემდი.
მესი ლეგენდაა. "ბარსელონაში" მის მიღწევას ვერავინ ვერ გაიმეორებს. ასეთი ფეხბურთელი მეტად არ იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მას დიდი ხანია ვიცნობ.
პირველად როდესაც ვნახე, 12 თუ 13 წლის იყო და დღემდე მაოცებს თავისი თამაშითა და ადამიანობით", - ციტირებს სტოიჩკოვს "მარკა".