იმიჯშეცვლილი მესის გოლი და 2 საგოლე გადაცემა - "ბარსელონას" ადვილი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 28-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე 4:0 დაამარცხა "მალიორკა".

მესიმ, რომელსაც მიკოროტრავმა ჰქონდა და იმიჯი შეიცვალა, გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 23 მატჩში 20 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა და გოლი პლუს საგოლე პასის სისტემით ჩირო იმობილესთან (ლაციო) ტოპ 5-ის ჩემპიონატების ლიდერია. ამას გარდა, ლეო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიჯრით მე-12 სეზონში პრიმერაზე 20+ გოლი გაიტანა.

თებერვალში "ლეგანესიდან" გადასულმა ბრეიზუეითმა "ბარსაში" პირველი გოლი გაიტანა.

რაკიტიჩმა "ბარსაში" მე-300 შეხვედრა ჩაატარა, ეს ამ გუნდის ლეგიონერებს შორის
მეოთხე შედეგია.

ლიდერი "ბარსელონა" მეორეადგილოსან "რეალს" 5 ქულით გაექცა, რომელიც დღეს "ეიბარს" უმასპინძლებს.

17 ივნისს "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ლეგანესს" შეხვდება.

მალიორკა - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ვიდალი (2), 0:2 ბრეიზუეითი (37), 0:3 ალბა (79), 0:4 მესი (90+3)

დღეს კიდევ 3 მატჩი გაიმართა

ესპანიოლი - ალავესი 2:0
სელტა - ვილიარეალი 0:1
ლეგანესი - ვალიადოლიდი 1:2

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოქროს ბუცი უნდა დამეწერა, რა თქმა უნდა ოქროს ბურთს ლევანას არავინ გაატანს:)
Alex
23:57 14-06-2020
0
ოქროს ბურთი ლევანას მიაქვს წელს პოლონეთში, ასეა რეალობა ამჟამად:)
Alex
23:20 14-06-2020
1

სიახლეები პოპულარული