ლა ლიგას 28-ე ტურში "მალიორკასა" და "ბარსელონას" მატჩის (0:4) 53-ე წუთზე მოედანზე ფანი შევარდა, რომელსაც ლეო მესის მაისურა ეცვა.
მსაჯმა კარლოს დელ სერო გრანდემ თამაში ცოტა ხნით შეაჩერა და სტიუარდებმა დაუპატიჟებელი სტუმარი მოედნიდან გაიყვანეს. სხვათა შორის, ის "გაბედული ფოტომონადირეც" ყოფილა - ჟორდი ალბასთან სელფის გადაღებაც კი მოახერხა.
კორონავირუსის გამო ლა ლიგას მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება და საინტერესოა, როგორ შეაღწია ამ ფანმა სტადიონზე.