კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს 2023 წლამდე 1+1-ის პრინციპით გაახანგრძლივებს.
ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ლიონელის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, მას წასვლა ნებისმიერ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუძლია. შესაბამისად, ეს მოცემულობა ახალ კონტრაქტშიც იქნება გათვალისწინებული.
ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა მოქმედი. არგენტინელი 2000 წელს "ბარსას" აკადემიას შეუერთდა, ხოლო 2003 წელს უკვე გუნდში ჩაირიცხა.
რაღა უნდა მოიგო?
რაც მოსაგები იყო მოიგე, შენი ბარსელონაც ყველა დროის და ყველა ხალხის საუკეთესო კლუბი იყო...რაღა გინდა?
დავიჯერო პრემიერლიგის მუღამი არა გაქვს?
საუკეთესოს გისურვებ!
მსოფლიო მაქვს მოსაგები და მგონი არ მეღირსებაა (( ვინ დამთარსა მე იმის აშარაშკა....@%^$&%*;
მთლად ეგრეც არაა )) მე მგონია მადრიდის რეალი გვჯობია (სამი ლიგა ზედიზედ :დ);
პრემიერლიგა კი მომწონს მაგრამ მაგათი სამზარეულო არ მევასება ეროვნული "მოტყ%$%ლი თევზი აქვთ მარტო :დ;
მადლობა, შენც ასევე წარმატებები, თუ ჩამოვედი საქართველოში სად გნახო? ))