ლა ლიგის 29-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი "ლეგანესი" 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უსახური გამოდგა. "ბარსა" ვერ ახერხებდა მეტოქის დაცვის გარღვევას და ალბათ, გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდოდნენ, რომ არა 17 წლის ფატი, რომელმაც შორიდან გაუტანა კუელიარს. სხვათა შორის, ფატი "ბარსამ" "მანჩესტერს" 150 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა. მან პრიმერას 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
64-ე წუთზე გრიზმანმა მესის პასით დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ იქამდე მსაჯმა სემედოზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. თუმცა მალე მესიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გამოიყენა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. მან კარიერაში 699-ე გოლი გაიტანა (629 "ბარსაში" და 70 არგენტინის ნაკრებში).
ლიდერი "ბარსა" მეორეადგილოსან "რეალს" 5 ქულით უსწრებს, რომელიც 19 ივნისს "ვალენსიას" უმასპინძლებს და ჩამორჩენის კვლავ შემცირებას შეეცდება.
ბარსელონა - ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 ფატი (43), 2:0 მესი (70, პენ)