სეტიენი: ოცდაშვიდივე ქულის მოპოვება? ძნელი, მაგრამ შესაძლებელია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებზე ისაუბრა. მის გუნდს 9 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, 19 ივნისს კი "სევილიას" დაუპირისპირდება.

"შესაძლებელია თუ არა პრიმერაზე 27 შესაძლებლიდან 27 ქულის აღება? ვფიქრობ, ეს ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა გუნდს ასეთი შედეგის მიღწევა შეუძლია.

რესტარტის შემდეგ ორჯერ ვიმარჯვეთ, ექვსი გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ გაგვიშვია. კარგი შედეგია. სხვა გუნდებზე უკეთესი.

ყველა შეხვედრაში გამარჯვება ძნელი, მაგრამ შესაძლებელია", - განუცხადა სეტიენმა "მარკას".

ლიდერი "ბარსა" მეორეადგილოსან "რეალს" 5 ქულით უსწრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული