სეტიენი: "რეალს" ჯერ "სოსიედადი" არ დაუმარცხებია - გაუჭირდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველ ჟერარ პიკესგან განსხვავებით, კატალონიური გუნდის მწვრთნელი კიკე სეტიენი "სევილიასთან" ნამატჩევს (0:0) შედარებით ოპტიმისტურ განწყობაზე იმყოფებოდა.

"საწყისი 30 წუთი დამაიმედებელი იყო. სტუმრად შესანიშნვად ვთამაშობდით, "სევილიას" შანსს არ ვაძლევდით. პაუზის შემდეგ ცოტა მოვუკელით. ბურთს ვკარგავდით.

მეორე ტაიმში ბურთის დაკარგვები გაგრძელდა, შეუთანხმებლად ვმოქმედებდით, ამის შედეგად მასპინძლებმა ბურთის გაკონტროლება დაიწყეს, ეს გუნდი კი თავისუფალი ზონების დატოვების შემთხვევაში, ყოველთვის სახიფათოა.

არ ვიცოდით, როგორ შეგვექმნა სახიფათო მომენტები, რადგან მეტოქე დიდი ძალებით იცავდა თავს და საჯარიმოში შეღწევა ძალიან ძნელი იყო.

ვერ ვიტყვი, რომ იგივე შანსები
დაგვრჩა, მაგრამ "რეალს" ჯერ "სოსიედადი" არ დაუმარცხებია, ეს კი ადვილი არ იქნება.

პესიმიზმის დრო კიდევ დადგება, ახლა კი მე ვამბობ, რომ კარგ რამეებს ვაკეთებთ.

პიკე საკმაოდ პესიმისტურადაა განწყობილი? ეს ამ მომენტში იმედგაცრუების ბრალია. ვერ გავიმარჯვეთ და უხასიათოდ ვართ, თუმცა ხვალ ყველაფერს სხვაგვარად დავინახავთ.

მეკარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, ტერ შტეგენი ჩვენი გარანტიაა. მოედნის მოწინააღმდეგის ნახევარზე თამაშისას ვრისკავთ", - ციტირებს სეტიენს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული