4 წლის სიცოცხლე დამრჩა - "ბარსელონას" ექსმწვრთნელი უკურნებელ სენს ებრძვის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ხუან კარლოს უნსუემ, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ავადმყოფობაზე ექიმების პროგნოზებზე ისაუბრა.

"ორი წელი ვგრძნობდი, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც სერიოზული ხდებოდა. დიაგნოზს ველოდი და ვგრძნობდი, რომ კარგი არ იქნებოდა. ექიმებმა მითხრეს, რომ 4 წლის სიცოცხლე დამრჩა. ავადმყოფობა ასიმეტრიულად აისახება კიდურების მოქმედებაზე. მარცხენა ხელი მარჯვენაზე უარესად მუშაობს, მარჯვენა ფეხი კი - მარცხენაზე.

საბედნიეროდ, ექიმების თქმით, დაავადება ნელა პროგრესირებს და რადგან განკურნებას არ ექვემდებარება, აბებს მაძლევენ, რომლებიც ავადმყოფობის განვითარებას ანელებს", - ციტირებს უნსუეს Cuatro.

უნსუე "ბარსელონაში" მეკარეების მწვრთნელად
2003-2010 წლებში მუშაობდა, ხოლო 2014-2017 წლებში მწვრთნელის ასისტენტი იყო. ის "სელტას", "ჟირონას", "ნუმანსიასა" და "რასინგს" ედგა სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1985 წელს თბილისში აქვს ნათამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებში სამივე თამაში ჯგუფში
ირაკლი ქუთაისელი
22:28 20-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული