"ლას-პალმასის" 17 წლის ფეხბურთელი არხში დაიხრჩო

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ლას-პალმასის" 17 წლის ფეხბურთელი ხორხე სანჩეს ვაკა 15 წლის მეგობართან ერთად 20 ივნისს ორელიანის არხში ბანაობისას დაიხრჩო.

"ეს ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეა. ტკივილის აღსაწერად, რომელსაც განვიცდით, სიტყვები არ გვყოფნის. ხორხეს ოჯახსა და მეგობრებს ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ. მშვიდად განისვენე", - გამოაქვეყნა განცხადება კლუბმა თავის "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული