"ბარსას" ნეიმარი აღარ სჭირდება, გუნდში კავანი მოჰყავთ?

AutoSharing Option
Diario Sport-ის მიხედვით, პსჟ-ის თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ, შესაძლოა, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

მედიის ინფორმაციით, ურუგვაელი პარიზულ გრანდთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით დარჩება. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

ადრე თავად კავანი აცხადებდა, რომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" იანვარში წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა გარიგება გაჭიანურდა.

"ბარსამ" უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე სცადა პსჟ-ის სხვა ფორვარდი, ნეიმარი დაებრუნებინა გუნდში, რომელიც 2017 წელს პარიზელებს 222 მილიონად მიჰყიდა.

2019/20 წლების სეზონი საფრანგეთში კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდა, კავანიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც გრიზმანმა არ გაამართლა, ისევე იქნება ესეც!ბარსას მანე სჭირდება ფლანგზე. ცენტრ ფორვარდი სუარესიც კარგია
დავით67
03:11 30-07-2020
0
ამ ბარსას ხელმძღვანელობას მართლა უკვე.... კავანი გვაკლია რა? აქეთ ეს პიანიჩიო ეხლა ეს. დაასტუკეთ სანამ დროა! ვერ გავიგე რა, ამ ბართომეოს ხელში ყველა გაშვებული და გამოშვებული ფეხბურთელი, ბარსაში უნდა მოიყვანოთ? იმის მაგივრად, რომ იჩალიჩონ მაღალი დონის მწვრთნელის მოყვანაზე და ფეხბურთელებზე, ვინც არ გვჭირდება ისეთები მოყავთ!!!!
ვახო
20:05 24-06-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული