მესიც ბერდება - ამას ლა ლიგის სტატისტიკა ცხადყოფს

AutoSharing Option
BeSoccer-ის ჟურნალისტმა და ProFootballDB-ის რედაქტორმა მანუ ერიდიამ "ტვიტერში" გამოაქვეყნა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონას" ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში გოლების უმრავლესობა ლა ლიგის ცხრილის მეორე ნაწილში მყოფ გუნდებს გაუტანა.

მონაცემების მიხედვით, 33 წლის ლეომ ლა ლიგაში 21 გატანილი გოლიდან 17 ბურთი მე-10 პოზიციის დაბლა მყოფ გუნდებს გაუტანა. დარჩენილი 4 გოლი კი "ატლეტიკოზე", "სევილიაზე", "გრანადასა" და "რეალ სოსიედადზე" მოდის.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის წინა სეზონში ლიონელ მესი ტოპ-10 გუნდის კარში გატანილი გოლებით ლიდერი იყო. შარშან არგენტინელმა საუკეთესო ესპანურ კლუბებს 18 გოლი
გაუტანა.

altჩილავერტი: მარადონას იმის 1%-იც არ მოუგია, რაც მესიმ შეძლო, ლეო უკეთესია

altლა ლიგის პრეზიდენტი: მესი ხატია - რონალდოს წასვლამ არაფერი დაგვაკლო

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბურთი ამოაქვს ქმნის იტანს საგოლე პასებს აკეთებს ჯარიმებს იტანს და კიდევ ეს დაბერდა? აპატიეთ თუ ტერ შტეგენის მაგივრადაც არ დგება კარში.
s..s
23:37 26-06-2020
0
ბიჯო,კლუბის პრეზიდენტი ინტრიგებს უხლართავს და ტყუილ ჭორებს უვრცელებს,მწვრთნელი არა ჰყავს,ტრავმიანი თამაშობს ნახევარი სეზონი,სუარესი დაც დაემტვრა და მთლიანად ბარსაც აღარ არის ბოლომდე დაკომპლექტებული და ამდენი კიდევ რომ გაიტანა,საოცრება ეგ არის.სუარესის შემდეგ,ნამდვილად ღირებული შენაძენი,ბარსას აღარ გაუკეთებია.ვინც დაიმატა,ან ტრავმებისაკენ არიან მიდრეკილნი,ან კიდევ არ არიან იმ დონისა.უპატრონოდ და უმწვრთნელოდ დარჩენილ კლუბს,ფაქტობრივად მესი მიათრევს და ახლა სუარესიც შევა ნელ-ნელა ფორმაში,მაგრამ მესი უკვე ფსიქოლოგიურადაც დაღლილი ჩანს.როცა შიგნიდან გმტრობენ,საგარეო ომში გამარჯვება,ძალიან ძნელია.ბოლო ორი წელია,ბარსელონა ყოველდღიურად ჰკარგავს გვარდიოლას დროინდელ სათამაშო შტრიხებს და თითქმის აღარაფრით გამოირჩევა,ლა ლიგის სხვა გუნდებისაგან.ეს მესის,ან მისი ასაკის ბრალი ნამდვილად არ არის.ეს კლუბის პრეზიდენტის და მისი დამანგრეველი პოლიტიკის ბრალია
სოსო
17:39 26-06-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული