პარაგვაის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მსოფლიოში ცნობილმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა ერთმანეთს ფეხბურთის ორი არგენტინელი ლეგენდა - დიეგო მარადონა და ლიონელ მესი შეადარა.
"ზედმეტი საუბრის გარეშე - მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია. მარადონამ იმის 1%-ის მოგებაც ვერ შეძლო, რაც მესიმ მოახერხა.
არგენტინელებმა ლეოს მადლობა უნდა უთხრან, ესპანეთის ნაკრებში თამაში რომ არ არჩია. სიამოვნებას მანიჭებს მისი თამაშისათვის თვალის მიდევნება", - განაცხადა ჩილავერტმა.
მარადონამ კარიერის მანძილზე 6 კლუბში ითამაშა: "არგენტინოს ხუნიორსში", "ბოკა ხუნიორსში", "ბარსელონაში", "ნაპოლიში", "სევილიასა" და "ნიუელზ ოლდ ბოისში". ეროვნულ გუნდში 91
შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.
ლეო მესიმ კი კარიერაში 6 "ოქროს ბურთის" მოგება შეძლო. ეროვნულ ნაკრებში კი 70 გატანილი გოლით არგენტინის საუკეთესო ბომბარდირია.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით