3 პენალტი, დიეგო კოსტას ავტოგოლი, მესის მე-700 გოლი და "ბარსას" მორიგი 2:2 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ატლეტიკო" ვერ დაამარცხა - 2:2.

მე-12 წუთზე მასპინძლები დიეგო კოსტას ავტოგოლით დაწინაურდნენ (ეს კარიერაში მისი პირველი ავტოგოლია), მაგრამ სულ მალე არტურმა საჯარიმოში კარასკო წააქცია და პენალტი დაინიშნა. დიეგო კოსტას დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა მოიგერია, მსაჯმა ალეხანდრო ერნანდესმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ მეკარემ დარტყმამდე დატოვა კარის ხაზი და ხელახლა შეასრულებინა მადრიდელებს თერთმეტმეტრიანი. ამჯერად ბურთთან საული მივიდა და ანგარიში გაათანაბრა. შესვენებამდე დარჩენილ დროში "ბარსა" ბევრს და უილაჯოდ უტევდა და მიზანს ვერ მიაღწია.

სამაგიეროდ,
მეორე ტაიმის დასაწყისში მიაღწია - მესიმ პანენკას სტილში შესრულებული პენალტით კატალონიური გუნდი წინ გაიყვანა და კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. თუმცა მალევე საულმა თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა ისევ აღადგინა. ეგ იყო და ეგ.

2 ივლისს "რეალი" "ხეტაფეს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, "ბარსელონას" უკვე 4 ქულით გაექცევა.

5 ივლისს "რეალი" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება, ხოლო 6 ივლისს "ბარსა" გასვლაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა-ატლეტიკო
გოლები: 1:0 დიეგო კოსტა (11, საკ. კარში), 1:1 საული (19, პენ), 2:1 მესი (50, პენ), 2:2 საული (62, პენ)

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეორე ტაიმში რა პენალტები დაიდო ან ერთ ან მერე მხარეს ცირკი ნამდვილი...ბარსელონას გულშემატკივრებს გული უგრდზნობდათ ჩემპიონობას რაღაც ვწუხვარ...რეალის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ძალიან მწყინს, ბარსელონას ასეთი მდგომარეობა რას დაამსგავსეს გუნდი. ეხლანდელი ელ კლასიკო და თუნდაც ათი 15 წლის წინანდელი კლასიკო ერთია...კარგით რა ამდენი მილიონები მაინც არ დაგეხარჯათ ტრანსფერბში...რა კლასიკოები იყო ხოლმე წლიდან წლამდე ღირდა დალოდება....
აკაკი
08:55 01-07-2020
0
ეს მესი კიდევ არსებობს,უკვე ჩაბარდა მორჩა მესი,საშინელება იყო
barsa
10:56 01-07-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული