სეტიენი: მე "ბარსელონას" თამაშით სავსებით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატზე "ატლეტიკოსთან" ნამატჩევს (2:2) "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა მოკლე რეზიუმე გააკეთა.

"სამწუხაროა. ჩვენ სულ უფრო და უფრო გვიჭირს. ქულების დაკარგვით ჩემპიონობის შანსები შეგვიმცირდა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

"ატლეტიკო" კარგი გუნდია, თავს უნარიანად იცავენ, ზონებს კეტავენ. შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ.

მე ჩემი გუნდის თამაშით სავსებით კმაყოფილი ვარ. დროდადრო ბურთს ურიგოდ არ ვფლობდით. ძნელია ასეთ დისციპლინირებულ გუნდთან თამაში. ფეხბურთელების მუშაობით და მატჩის გეგმით კმაყოფილი ვარ.

ჩემი მდგომარეობა გუნდში? საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ ჩემს საკითხს ვინმე განიხილავს", - ციტირებს სეტიენს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
საერთოდ ვერ გრძნობს,რომ მის საკითხს ვინმე განიხილავს და გუნდის თამაშითაც კმაყოფილია.ქართული კინოშედევრი,"ფეოლა" მახსენდება."ვაგებთ ფეოლა,რა ვქნათ!რა ვიცი მე,რა უნდა გააკეთოთ.ითამაშეთ ასე,ნელა,ნელა.მე თქვენით სრულიად კმაყოფილი ვარ".ისევ ხვედელიძემ უნდა ივაჟკაცოს.სხვა გზა არ ჩანს.
სოსო
10:40 01-07-2020
0
იყავი კიდე ცოტა ხანს!
koshta
08:28 01-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული