კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელის, კიკე სეტიენის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
Marca-ს ცნობით, სეტიენის ასისტენტის, ედერ სარაბიას საქციელმა ერთგვარი ბარიერი აღმართა ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის.
სეტიენის მომავალი "ბარსაში" საფრთხის ქვეშაა და უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუმცა ეს უკვე საჩემპიონო რბოლაზეა დამოკიდებული.
"ბარსელონა" ლა ლიგაში მე-2 ადგილს 70 ქულით იკავებს. მათ მადრიდის "რეალი" 1 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
სეტიენი: გრიზმანის წინაშე ბოდიშს არ მოვიხდი, სუარესი და მესი მოედანზე სულ უნდა იყვნენ
კიკე სეტიენის "რევოლუციური სული" - "ბარსას" დამრიგებლის ამბოხებები ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე