მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ბელგიელი ედენ აზარი დღევანდელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. დღეს, 2 ივლისს, მადრიდის "რეალი" "ხეტაფეს" 23:00-ზე დაუპირისპირდება.
სოციალურ ქსელში აზარის განაცხადში არმოხვედრამ გულშემატკივრის დაბნევა გამოიწვია, ზინედინმა კი სიტუაცია განმუხტა.
"აზარი - "რეალის" ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთამაშეა. მის დონეზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, მაგრამ არ ღირს სიჩქარე. ის ეტაპ-ეტაპ, ყოველგვარი სისწრაფის გარდა, უნდა ჩავრთოთ თამაშში." - ციტირებს ფრანგს ESPN.
მიმდინარე სეზონში 29 წლის აზარმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა შვიდი
საგოლე გადაცემა.