დიუგარი მესიზე: ამ მეტრანახევრიანი აუტისტის ეშინია გრიზმანს?

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" ფორვარდების - ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის პარტნიორობის საკითხზე.

"რისი ეშინია გრიზმანს? 1,5-მეტრიანი, ნახევრად აუტისტი ბიჭის?

ბოლოს და ბოლოს, უნდა დაამტკიცოს, რომ **ერები აქვს. თუ ანტუანს რამე არ მოსწონს, მან ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადოს. უკვე წელიწადია, რაც მასსა და მესის შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ", - განაცხადა დიუგარიმ.

თუმცა, მოგვიანებით, 48 წლის ფრანგმა ბოდიში მოიხადა. ცხადია, არა მესის მისამართით...

"გონებაში არ გამივლია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დაცინვა. ეს ჩემს გეგმებში არ
შედიოდა, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი. ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვისაც ჩემმა სიტყვებმა გული ატკინა." - დაწერა დიუგარიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ასევე, ფრანგმა პირობა დადო, რომ საკუთარი გადაცემის დროსაც მოიხდის ბოდიშს.

Foot Mercato-ს მიხედვით sportall.ge-სთვის მოამზადა გიორგი ღავთაძემ
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბოდიში აღარ გიშველის,ყველამ გაიგო რა გულღრძო და შურიანიც ხარ.თან რასისტი.ნამდვილი იდიოტი.ვატყობ მაგ გადაცემიდანაც გაგადებენ სადაც ხარ,წესით უნდა გაგაგდონ.ფეხბურთელად მაინც ვარგებლიყავი გრიზმანის ნახევარი დონის მაინც ყოფილიყავი სხვაზე ხმის ამოღების უფლება რომ გქონდეს,დიუგარი რო მესის გააკრიტიკებს...
master
18:38 02-07-2020
11
ბოგმიანი უზრდელი კაცი
L.J.
20:40 02-07-2020
6

სიახლეები პოპულარული