29 ივნისს "ვალენსიას" მწვრთნელი ალბერტ სელადესი გადააყენეს - რაც 2014 წელს ეს კლუბი პიტერ ლიმმა შეიძინა, უკვე მეექვსე მწვრთნელი დაითხოვა სამუშაოდან.
გუნდის უკმაყოფილო გულშემატკივრებს "ინსტაგრამით" პიტერ ლიმის ქალიშვილმა კიმ ლიმმა უპასუხა:
"ვალენსიას" ზოგიერთი ფანი აგინებს და წყევლის ჩვენს ოჯახს. მათ რა, არ ესმით? ეს ჩვენი კლუბია, შეგვიძლია მას ის გავუკეთოთ, რაც მოგვესურვება და არავის შეუძლია ამაზე რამე ილაპარაკოს".
მოგვიანებით კიმმა თავისი პოსტი წაშალა.