მუნიაინი: უკანასკნელ ხანს ყველაფერი "რეალის" სასარგებლოდ ვითარდება

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "რეალთან" ნამატჩევს (0:1) მსაჯობით უკმაყოფილება "ბილბაოს" ნახევარმცველმა იკერ მუნიაინმა გამოთქვა.

"ჩვენ ცოტა მეტს ვიმსახურებდით. რაც უკანასკნელ ხანს ხდება, ვხედავთ, რომელი გუნდის სასარგებლოდ ვითარდება ყველაფერი. დაე, ყველამ თავად გამოიტანოს დასკვნა.

რაულ გარსიამ თქვა, რომ ფეხზე დააბიჯეს. განსხვავება იმაშია, რომ ერთ შემთხვევაში ვიდეოგამეორება ნახეს, მეორეში კი - არა.

თანაბარი შეხვედრა იყო. ჩვენ შესვენებამდე ცოტა უკანდახეულად ვთამაშობდით. ფეხბურთელების ძალისხმევით კმაყოფილები ვართ, კარგ დონეზე ვითამაშეთ.

მეშვიდე ადგილისთვის ბევრი გუნდი იბრძვის, ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს", - განუცხადა მუნიაინმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული