"ბარსელონა" ძველებურად ათამაშდა და "ყვითელი სუბმარინა" შესვენებამდე ჩაძირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 34-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვილიარეალს" 4:1 მოუგო.

"ბილბაოს" დამარცხების (1:0) შემდეგ ლიდერი "რეალი" 7 ქულით წინ გაიჭრა და "ბარსელონას", გამარჯვების გარდა, სხვა გზა არ რჩებოდა. ეს ამოცანა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა "ვილიარეალმა" გაუადვილა.

"ყვითელმა სუბმარინამ" "ბარსას", წინა მეტოქეებისგან განსხვავებით, ღია თამაში შესთავაზა და საბედისწერო შეცდომა დაუშვა - ასეთ ვითარებაში კატალონიური გუნდი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და ეს შედეგზეც აისახა.

ვერ გეტყვით, კრიტიკამ იმოქმედა "ბარსელონას" მწვრთნელ კიკე სეტიენზე თუ არა, მაგრამ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და
მან პირველი ტაიმის დასასრულს თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა.

ასევე კარგად გაისარჯა სასტარტოში დაყენებული სერხი რობერტო და რა თქმა უნდა, ლეო მესი, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამას გარდა, თამაშგარეს გამო გოლი არ ჩაუთვალეს და საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა. ლეომ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე 19 საგოლე პასი გააკეთა და 2014/15 წლების სეზონში დამყარებული საკუთარი რეკორდი გაიმეორა.

ერთი სიტყვით, "ბარსამ" შესვენებამდე მოუთავა მოწინააღმდეგეს საქმე, მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ფატიმ კი ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

17 წლის ფატიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე მეექვსეჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი - ეს კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-9 000 გოლია.

მოკლედ, ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "ბლანკოსი" "ბარსას" 4 ქულით უსწრებს.

9 ივნისს "ბარსელონა" "ესპანიოლს" უმასპინძლებს, ხოლო 11 ივნისს "რეალი" - "ალავესს".

ვილიარეალი - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ტორესი (3 საკ. კარში), 1:1 მორენო (14), 1:2 სუარესი (20), 1:3 გრიზმანი (45), 1:4 ფატი (86)

მკითხველის კომენტარები / 9 /
რეალი რომ ჩემპიონი გახდებოდა, დაწერილი სცენარითაა გაწერილი. მთავარია ვინ გახდება ლიგის გამარჯვებული. ერთ ერთი ფინალისტი რატომღაც დარწმუნებული ვარ ბარსა იქნება.
nika
10:38 06-07-2020
6
რეალის ფანებს სულ ვეკითხები და პასუხს ვერ ვცემენ ამ კითხვაზე: თქვენი აზრით ლეო მესიმ ფეხბურთის თამაში არ იცის ,გოლები საერთოდ ვერ გააქვს, მის საფეხბურთო კარიერის აქტივში 0- ბურთია(ისევ თქვენი ვერსიით) პასებს ვერ აკეთებს, დრიბლინგი ხომ საერთოდ არ იცის, საერთოდ უმაღლესი კლასების გუნდისთვის ბურთები არ გაუტანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისმის კითხვა: თუ ასეთი "სუსტია" რატომ ახსენებთ ყოველწუთას? მე როგორც ვიცი დაბალი დონის ფეხბურთელებს საერთოდ არც ახსენებემ მოწინააღმდეგების ფანები იმიტომ, რომ უბრალოდ არ ჩანან მოედანზე! აი ამაზე გამეცით რეალის და როლანდოს ფანებო პასუხი!
ბარსა მესი
17:20 06-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული