სეტიენი: რაღაც შევცვალეთ; შევეცდებით, ასე ვითამაშოთ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, "ვილიარეალის" 4:1 განადგურების შემდეგ მატჩი შეაჯამა.

"მე თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა. ისე უნდა გავაგრძელოთ თამაში, როგორც დღეს ვაკეთებდით: ვუმკლავდებოდით პრესინგს და ეფექტურად ვმოქმედებდით.

შესაძლოა, ჩვენ მოწინააღმდეგე გავაოცეთ. სუარესის, მესისა და გრიზმანის თანწყობით ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.

გრიზმანმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ასეთი გოლები ფეხბურთელებს თავდაჯერებას მატებს. ჩვენ რაღაც შევცვალეთ და ანტუანმა მოედანზე თავი იპოვა. ის აქტიური იყო და მესის კარგად შეეწყო", - ციტირებს სპეციალისტს Mundo Deportivo.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გრიზმანი,ცენტრისაკენ შესწიეს და შეეტყო კიდეც.თუ ასე გააგრძელეს,მესისაც მეტი თავისუფლება მიეცემა და გათამაშებაში,ერთმანეთს ჩაანაცვლებენ.სწორი მიმართულებით გადადგეს მგონი ნაბიჯი,ერთია მხოლოდ,რომ უკვე გვიანია.ჩემპიონატი,უკვე ჩაგდებულია,ჩემპიონთა ლიგისათვის კი,გუნდი ვერ არის დაკომპლექტებული და ვერც ფორმაშია.ფორმას კიდევ ეშველება,მაგრამ ფეხბურთელები არ ჰყავს,ლიგის მოსაგებად საკმარისი დონის.განსაკუთრებით უკანა ხაზში.
სოსო
15:47 06-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული