სეტიენმა "ბარსელონას" წამყვანი ფეხბურთელების დაღლილობაზე დაიჩივლა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ არ შეუძლია თავდამსხმელ ლეო მესის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილის გუნდებთან მატჩებშიც კი მისცეს დასვენების საშუალება.

"რა თქმა უნდა, მესის დასვენება სჭირდება. "ვალიადოლიდთან" პირველ ტაიმში ერთზე მეტი გოლით რომ დავწინაურებულიყავით, წამყვან ფეხბურთელებს შევცვლიდი, რადგან დაღლილები იყვნენ.

"ვალიადოლიდმა" სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, გაგვიჭირდა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა - ორი თუ სამი მომენტი გვქონდა. არამყარი ანგარიში იყო და ვნერვიულობდით, რამეთუ მეტოქეს ნებისმიერ მომენტში შეეძლო გოლის გატანა.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაგვიჭირდა, ვინაიდან ზოგიერთი ფეხბურთელი დაღლილი გახლდათ.

რატომ არ დავაყენე სუარესი სასტარტო შემადგენლობაში? ხუთი წინა შეხვედრა თითქმის შეუცვლელად ჩაატარა და დასვენებას საჭიროებდა", - განუცხადა სეტიენმა Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველი შემთხვევაა როცა კიკე სეტიენს ვეთანხმები. მართლაცდა შეუსვენებლად გადაბმული თამაშიდან თამაშამდე მინდორზე გასვლა, თან გადაფრენა გადმოფრენა, ამას მარტო მესის და როლანდოს ნაირი მეგა პროფესიონალები თუ შეძლებენ. უბრალოდ სეტიენს სხვა გამოსავალი არ აქვს. არადა მართლაც გადაიწვება ლეო.
vaxo
22:49 12-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული