ლა ლიგის 36-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "გრანადას".
"სამეფო გუნდის" წინა მატჩებისგან განსხვავებით, ეს შეხვედრა გაცილებით საინტერესო და თვალსასეირო გამოვიდა.
სტუმრები უკვე მე-16 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს მატჩმა ინტრიგაც დაკარგა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენების შემდეგ ანგარიში შეამცირეს და ბოლოს ორჯერ ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მადრიდელები ჯერ კურტუამ, შემდეგ კი სერხიო რამოსმა იხსნა.
მოკლედ, "ბლანკოსმა" "ბარსელონა" ისევ 4 ქულით ჩამოიტოვა და 16 ივლისს "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო "ბარსა" იმავე დღეს "ოსასუნას" დაუხვდება.
ზიდანის გუნდს ოქროს მედლების მოსაპოვებლად დარჩენილ 2 ტურში 2 ქულა ჰყოფნის.
გრანადა - რეალი 1:2
გოლები: 0:1 მენდი (10), 0:2 ბენზემა (16), 1:2 მაჩისი (50)
რეალი იგებს და მორჩა.