მსაჯების გადაწყვეტილებით "ლა ლიგაში" ყველაზე მეტად "რეალმა" იხეირა [PHOTO]

AutoSharing Option
"ლა ლიგის" დასრულების შემდეგ სტატისტიკოსებმა სხვადასხვა მონაცემი შეაგროვეს და მათ შორის მსაჯების გადაწყვეტილებების სტატისტიკაც ცნობილი გახდა, რომლის მიხედვითაც მადრიდის "რეალმა" რეფერების მოქმედებით ყველაზე მეტად იხეირა.

MisterChip-ის (გვერდი "ტვიტერზე" 3 მილიონი ფოლოუერით) მიხედვით სიის სათავეში სწორედ "ბლანკოსია", ხოლო მეორე ადგილზე გასული "ბარსელონა" მხოლოდ მე-15 ადგილს იკავებს. საუკეთესო ხუთეულში კი "ატლეტიკო", "სელტა", "სევილია" და "ვილიარეალი" არიან.

Sportall.Ge

საერთო ინდექსის შემუშავებისას დათვლილია პენალტები, წითელი და ყვითელი ბარათები და ა.შ.

ეს მაჩვენებლები არ მიუთითებს არასამართლიან გადაწყვეტილებებზე, არამედ მხედველობაში მსაჯის ყველა მოქმედება ითვლება.

"ლა ლიგის" ჩემპიონი
კი მადრიდის "რეალი" გახდა, რომელმაც "ბარსელონას" 5 ქულით გაუსწრო.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ტვინი ნუ წაღუნეთ რა ამ მსაჯებზეე, რომელი პენალტი არ იყო დასანიშნი ერთი? სარღვევა ყველა შემთხვევაში იყო თან საჯარიმოში. სეზონის სტარტზეე პირიქიდ მსაჯებმა აზარალეს რეალიი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მარტო პენლებს რომ მიადექით რაც დანიშნეს 2 იმდენი კიდე არ დაუნიშნავთ და ბებრი ქულაც დააკარგინეს რეალს, მაგრამ კი ააცმევინა მაინც ყველას და გახმა მაინც ჩემპიონიი. Hala madrid ❤
მურთო
22 ივლისი 2020 13:10
19
არავინ არ გამადლით ჩემპიონობას რეალის ფანებს,წელს ბარსა არაფერ იმსახურებდა,ისე 3 წელიწადში ერთხელი კი უნდა მოიგოთ ხოლმე, თუმცა ფაქტი ჯიუტია და გაუსწორეთ თვალი იმას,რომ მსაჯები რეალის სასარგებლოდ ცდებიან ხშირ შემთხვევაში. ამ გამოცემასაც ნუ დააბრალებთ კატალონიელობას ;-)
1
22 ივლისი 2020 11:52
30
კლასიკოებში წელს ბარსას უფრო დაემხარნენ ვიდრე რეალს :დ ამაზე ხმა არავის ამოეღება
Nick
22 ივლისი 2020 14:59
3
სტატია რომ ბოლომდე წაიკითხოთ ხოლმე, ვერა?
შავით თეთრზე წერია რომ ეს მაჩვენებლები არ მიუთითებს არასამართლიან გადაწყვეტილებებზე
2
22 ივლისი 2020 14:04
2

სიახლეები პოპულარული