“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?

AutoSharing Option
ლორან ბლანი, რომელიც ადრე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს და პსჟ-ს წრთვინდა, შესაძლოა, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდეს. 

L’Equipe ცნობით, კატალონიელები კიკე სეტიენის ერთ-ერთ პრიორიტეტულ შემცვლელად ბლანს ასახელებენ. “ბარსას” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სეტიენის მუშაობით, ხოლო მას შემდეგ რაც, ლალიგის ჩემპიონატი ტრიუმფის გარეშე დაასრულეს, მისი გადაყენება დროის საკითხია. 

წყაროს ცნობით, კლუბის სპორტილი დირექტორი ერიკ აბიდალი ირწმუნება, რომ ბლანის საფეხბურთო ფილოსოფია იდეალურად ერგება გუნდის ფილოსოფიას. ასევე, ფრანგ სპეციალისტს ამაღლებული ფინანსური მოთხოვნილებები არ გააჩნია. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული