კაპელო: "რეალმა" "ბარსელონას" მონოპოლია დაასრულა, სეტიენის დროს გუნდი დაიქცა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო "თეთრების" ჩემპიონობაზე საუბრობს.

"რეალი" დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მათ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენეს, იტანდნენ ბევრ გოლს და უშვებდნენ - ცოტას. მადრიდელებმა "ბარსას" მონოპოლია დაასრულეს და მათი დაღმასვლა კარგად გამოიყენეს. მაგრამ ერთ მომენტს ნათელი უნდა მეფინოს: "რეალმა" ტიტული მოიგო საკუთარი დამსახურებით და არა მოწინააღმდეგის შეცდომების გამო.

"ბარსელონა" ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. არ მესმის კრახი როგორ განიცადეს. ერნესტო ვალვერდეს წასვლა ჩემთვის გასაოცარი იყო. შემდეგ მოვიდა კიკე სეტიენი, რომელსაც სპეციფიკური ფილოსოფია აქვს და გუნდი დაიშალა. მათ ბევრი კარგი მოთამაშე
ჰყავთ, თუმცა უმეტესობა უკვე ასაკშია. "ბარსელონას" ძალიან რთული სიტუაცია აქვს, თუ მოკლე და საშუალო პერსპექტივაში განვიხილავთ." - ციტირებს კაპელოს Marca.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხოგადად არც რეალი კრეფდა ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ პაუზის შემდეგ,მიუხედავად საკმაოდ ცუდი ფორმისა,სრული მობილიზების ხარჯზე,შეძლეს შესანიშნავი სპურტი და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.რაც შეეხება ბარსას,მონოპოლია კი არა,დღევანდელი მდგომარეობით,კონკურენტიც კი აღარ არის რაიმე ტიტულზე.სეტიენმა რომ ვერ გაქაჩა,ხომ ცხადია,მაგრამ ბარსას უბედურების საწყისი,მაინც პრეზიდენტ ბართომეუს მცდარი სატრანსფერო პოლიტიკა და გუნდთან დამოკიდებულებაა.პრეზიდენტისაგან საკუთარი ფეხბურთელების მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობა,სხვაზე,არავისზე გამიგია.
სოსო
11:12 26-07-2020
1
ამ კაცს ფეხბურთში ნამდვილად მოეკითხება ჭკუა,კარგი ფეხბურთელიც იყო და კარგი მწვრთნელიც,ასე რომ სასაცილოა ამსაიტის მკითხველმა მის ნათქვამში ეჭვი შეიტანოს
Master
16:29 26-07-2020
1

სიახლეები პოპულარული