დიდ იტალიელ მწვრთნელს, ფაბიო კაპელოს "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.
"მესი ჯერ კიდევ მესია. გენიოსია. ჩემი აზრით, ისტორიაში საუკეთესოა. "ბარსელონა" მესია. ვნახოთ, რა იქნება, როდესაც ის თამაშს თავს დაანებებს.
როდესაც 17 წლის იყო, მისი "იუვენტუსში" გადაყვანა მინდოდა", - ციტირებს კაპელოს "მარკა".
ლა ლიგაზე გასულ სეზონში მესიმ 33 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა - ის ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი გახდა.