ნახევარმცველ არტურს "ბარსელონაში" თამაში არ სურს.
Goal-ის ცნობით, ბრაზილიელმა "იუვენტუსში" გადასვლამდე "ბარსაში" დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
ის კატალონიაში კორონავირუსზე ტესტის გასავლელად "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ უნდა დაბრუნებულიყო, რომელიც 8 აგვისტოს გაიმართება.
"ბარსელონამ" ფეხბურთელი გააფრთხილა, რომ დისციპლინის დარღვევისათვის დააჯარიმებს, მაგრამ მას ეს არ ანაღვლებს.
"იუვე" არტურს 72 მილიონ ევროდ შეიძენს და "ბარსელონას" კიდევ 10 მილიონს ბონუსების სახით გადაუხდის.
23 წლის არტურმა ესპანეთის გასული ჩემპიონატის 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.