არტური "ბარსელონაში" დაბრუნებაზე უარს აცხადებს

AutoSharing Option
ნახევარმცველ არტურს "ბარსელონაში" თამაში არ სურს.

Goal-ის ცნობით, ბრაზილიელმა "იუვენტუსში" გადასვლამდე "ბარსაში" დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

ის კატალონიაში კორონავირუსზე ტესტის გასავლელად "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ უნდა დაბრუნებულიყო, რომელიც 8 აგვისტოს გაიმართება.

"ბარსელონამ" ფეხბურთელი გააფრთხილა, რომ დისციპლინის დარღვევისათვის დააჯარიმებს, მაგრამ მას ეს არ ანაღვლებს.

"იუვე" არტურს 72 მილიონ ევროდ შეიძენს და "ბარსელონას" კიდევ 10 მილიონს ბონუსების სახით გადაუხდის.

23 წლის არტურმა ესპანეთის გასული ჩემპიონატის 21 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არტუროს ეს საქციელი არც მიკვირს. არტუროს ნამდვილად არ უნდოდა გადასვლა სხვა კლუბში სულ იძახოდა, რომ ბარსაში მინდაო ყოფნაო, მაგრამ ფულის ხამმა ბართომეუმ აცალა? გაუშვა პერსპექტიული ახალგაზრდა და მოყავს ასაკოვანი პიანიჩი. აბა ბართო შემდეგი რომელი ახალგაზრდა იქნება რიგში? ამ ყველაფერს გულისტკივილით ვწერ, რადგანაც ბარსა მიყვარს და განვიცდი რაც ხდება.
ბარსა ფანი
13:55 28-07-2020
1
მსგავსი უვარგისი პრეზიდენტი , ბარსელონას ისტორიას თუ ახსოსვს საინტერესოა!
კახაბერი
20:46 28-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული